მომსახურების წესები და პირობები
ვებ-გვერდი www..mb.ge ეკუთვნის კომპანია შპს „მ.ბ.ჯ. შრომის უსაფრთხოება“-ს. კომპანია შემდგომში შესაძლებელია მოხსენიებული იყოს, როგორც “MBG ”, „ემბიჯი სეიფთი“, „ემბიჯი შრომის უსაფრთხოება“ ან „MBG შრომის უსაფრთხოება“.
www..mb.ge საიტზე ნივთის ონლაინ შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი ავტომატურად ერთვება კომპანიის მიერ შეთავაზებულ „მომსახურებაში“ და ეთანხმება „მომსახურების პირობებს“. მათ შორის, ვებ-გვერდზე მოცემულ და/ან ლინკზე განთავსებულ დამატებით პირობებს და პოლიტიკას.

ჩვენს ვებ-გვერდზე შესვლამდე, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მომსახურების პირობებს. ვებ-გვერდზე შესვლით ან მისი რომელიმე ნაწილის გამოყენებით მომხმარებელი თანხმობას აცხადებს შასრულოთ მოცემული მომსახურების პირობები.

MBG -ის ონლაინ მაღაზიაზე ნებისმიერი ახალი პროდუქტის დამატების შემთხვევაში აღნიშნული პროდუქტი ექვემდებარება კომპანიის მიერ შემოთავაზებულ მომსახურების პირობებს.
საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს განაახლოს, შეცვალოს ან ჩაანაცვლოს მომსახურების პირობების ნებისმიერი ნაწილი, ვებ-გვერდზე განახლებული და/ან შეცვლილი ინფორმაციის გამოქვეყნების გზით. ცვლილებების პერიოდულად შემოწმების პასუხისმგებლობაა ეკისრება მომხმარებელს.

დაბრუნება
ნებისმიერი შეძენილი ნივთის დაბრუნება/თანხის ანაზღაურება შესაძლებელია თავდაპირველი შეკვეთის მიღებიდან 14 (თოთხმეტი) დღის განმავლობაში გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
პროდუქციის დაბრუნება დამოკიდებულია აღნიშნული პროდუქტის გამოყენების სპეციფიკაზე. ხსნარის სახით წარმოდგენილი პროდუქციის უკან დაბრუნება არ ხდება. (გამონაკლისს წარმოადგენს შეფუთვის ქარხნული წუნი)
შეძენილი პროდუქციის MBG -ის ოფისში დაბრუნების შემთხვევაში გამოყენებული და დაზიანებული ნივთი არ ექვემდებარება დაბრუნებას, შესაბამისად არ ანაზღაურდება მომსახურების გაწევის შედეგად გადახდილი თანხა. შეძენილი პროდუქციის დასაბრუნებლად მომხმარებელმა პრიდუქტთან ერთად უნდა წარმოადგინოს გადახდის ქვითარი (შეძენის მტკიცებულება). ასეთ შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ვებ-გვერდზე მითითებულ ნომერზე ან ელ. ფოსტის მისამართზე @mb.ge
ყველა პროდუქტის შემოწმება მოხდება დაბრუნებისას. შემოწმების შემდეგ, პრიდუქტი, რომელიც(ებიც) არ დაექვემდებარება დაბრუნებას (მაგ: თუ წარმოდგენილი არ არის ქვითარი, ნივთი გამოყენებულია და სხვა შემთხვევებში) პროდუქტის დაბრუნების მიზნით “MBG ” იტოვებს უფლებას არ აანაზღაუროს თანხა.
მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე თანხის დაბრუნება წარმოადგენს მომხმარებლის მიერ არჩეული ბანკის პასუხისმგებლობას.
პროდუქტზე პასუხისმგებლობა ჩვენს ოფისში დაბრუნებამდე ეკისრება მომხმარებელს. “MBG ” არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქციის დაბრუნების დროს შესაძლო დაზიანებაზე.
პროდუქტის დაბრუნებისა და ანაზღაურების შემთხვევაში გათვალისწინებულია მხოლოდ შეძენის დროს არსებული ფასი.

თანხის ანაზღაურება
თანხა ანაზღაურდება იმავე გადახდის მეთოდით, რომლითაც განახორციელეთ შეძენა.
თანხის ანაზღაურება ხდება პროდუქტის ზ/აღნშნული პირობების დაცვით ჩაბარებიდან 02(ორი) კვირის ვადაში მას შემდეგ რაც პროდუქტი გაივლის შემოწმებას.
შემოწმება ხდება დაბრუნებისას. შემოწმების შემდეგ, პროდუქტი(ები), რომელიც (ებიც) არ დაექვემდებარება დაბრუნებას (მაგ: თუ წარმოდგენილი არ არის ქვითარი, ნივთი გამოყენებულია და სხვა შემთხვევებში) პროდუქტის დაბრუნების მიზნით „MBG ” იტოვებს უფლებას არ აანაზღაუროს თანხა.
ანაზღაურების შემთხვევაში გათვალისწინებულია მხოლოდ შეძენის დროს არსებული ფასი.
ანაზღაურების დაგვიანების ან თანხის მიუღებლობის შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდით შესაბამის ბანკს.
კითვების ან დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიგავშირდეთ შემდეგ მისამართზე: ელ. ფოსტით @mb.ge ან დაგვირეკეთ: 577 65 55 70; 593 23 40 80.

ნივთების მიწოდება
თბილისის მასშტაბით პროდუქტის მიწოდების ღირებულება შეადგენს 5 ლარს, რეგიონებში 10 ლარს. მომხმარებლის საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე, მოწოდების დრო განსხვავებულია.
შეკვეთების შემთხვევაში პროდუქტის მიწოდება ხდება შეკვეთის დღეს ან მომდევნო სამუშაო დღეს. თბილისის მასშტაბით ვიყენებთ საკუთარ მიწოდების სერვისს, სხვა შემთხვევაში, „საქართველოს ფოსტის“ მომსახურებას.
შეკვეთის მიწოდებასთან არსებული დამატებითი კითხვების და დეტალების დაზუსტების მიზნით დაგიკავშირდებათ შესაბამისი განყოფილების წარმომადგენელი.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღწერს- პერსონალური ინფორმაციის შეგროვების, გამოყენებისა და გავრცელების წესებს, www..mb.ge-ს საშუალებით განხორციელებულ ონლაინ შესყიდვებთან დაკავშირებით მონაცემთა დამუშავების წესებს და პირობებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და სრული დაცვით.

ჩვენ მიერ შეგროვებული პერსონალური ინფორმაცია
MBG -ის ვებ-გვერდის გამოყენებით ონლაინ შეძენისას საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას დაამუშაოს მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაცია, რომელი ინფორმაციაც აუცილებელია შეკვეთის სრულად განხორციელებისათვის, მათ შორის: მომხმარებლის სახელს, ინვოისის გაგზავნის მისამართს, მიწოდების მისამართს, გადახდის შესახებ ინფორმაციას (მათ შორის საკრედიტო ბარათის ნომრებს ან ნებისმიერ ინფორმაციას გადახდის სხვა მეთოდების შესახებ), ელ. ფოსტის მისამართს და ტელეფონის ნომერს.

როგორ ვიყენებთ მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას?
საიტის მიერ შეგროვებული და დამუშავებული პერსონალურ ინფორმაციის გამოყენება ხდება, მხოლოდ შეკვეთის შესრულების მიზნით და შეკვეთასთან დაკავშირებით მომხმარებელთან საკომუნიკაციოდ.

მონაცემების შენახვა
საიტის ადმინისტრაცია იტივებს უფლებას შეინახოს მომხმარებლის ზ/აღნიშნული პერსონალური ინფორმაცია მანამ სანამ თავად მომხმარებელი არ მოითხოვს მათ წაშლას.

არასრულწლოვნები
გვერდი არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, რადგან საიტზე განთავსებული პროდუქცია შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს მათი არასწორად გამოყენების შემთხვევაში.

კალათაში: 0 ც.

ჯამურად: 0

0

შეკვეთის გაფორმება კალათის გასუფთავება

სულ: