სიახლეები
- მთავარი
- სიახლეები
სურსათის უვნებლობის დღე
7 ივნისს მსოფლიოში სურსათის უვნებლობის დღე აღინიშნება!
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) თანამშრომლობით, მოუწოდებს ქვეყნებს ხელი შეუწყონ ცნობიერების ამაღლებას საკვებით გამოწვეულ დაავადებებთან დაკავშირებული რისკების, საკვების სწორად მოვლის, შენახვისა და მომზადების გადამწყვეტ როლზე.
გვახსოვდეს!
საკვებისმიერი დაავადებები ხელს უშლის ქვეყნების სოციო-ეკონომიკურ განვითარებას, ზიანს აყენებს ჯანდაცვის სისტემას, ეკონომიკას, ტურიზმს და ვაჭრობას.
მსოფლიოში დაახლოებით 600 მილიონი ადამიანი (თითქმის ყოველი მე-10) დაბინძურებული საკვების მიღების შედეგად ავადდება; საკვებისმიერი დაავადებების ტვირთის 40% 5 წლამდე ასაკის ბავშვებზე მოდის (სიკვდილის 125,000 შემთხვევა ყოველწლიურად).
სურსათის უვნებლობის დღის აღსანიშნავად მსოფლიოს მასშტაბით ტარდება სხვადასხვა აქტივობები, კამპანიები და საგანმანათლებლო პროგრამები კარგი ჰიგიენის პრაქტიკის, უსაფრთხო საკვების წარმოებისა და ადეკვატური რეგულაციების მიღების მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნას ჩვენ მიერ მოხმარებული საკვების უსაფრთხოება.
სხვა აბები
დაგვიკავშირდით
კომპანიასთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვის შემთხვევაში ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მოგვწეროთ ან დაგვირეკოთ
კონტაქტი