სიახლეები
- მთავარი
- სიახლეები

მიკროკლიმატის გაზომვითი სამუშაოები
ფიზიკური ფაქტორების, იგივე მიკროკლიმატის გაზომვითი სამუშაოები მოიცავს სიჩქარის, განათების, ვიბრაციის, ტენიანობის, მტვრის კონცენტრაციისა და სხვა ისეთი მაჩვენებლების გაზომვას, რამაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს სამუშაო გარემოზე.
ჰაერის დაბალმა ხარისხმა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მთელი რიგი პრობლემები: სუნთქვის გართულება, თავის ტკივილი, დაღლილობა და ალერგია.
ხოლო ქარის მაღალმა სიჩქარემ შესაძლოა გამოიწვიოს ობიექტების ვარდნა, ხარაჩოების მერყეობა, დაქვეითებული ხილვადობა და სხვ.
სამუშაო ადგილის მონიტორინგითა და პოტენციური საფრთხის იდენტიფიცირებით, დამსაქმებლებს შეუძლიათ მიიღონ ზომები სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად და დაზიანებების რისკის შესამცირებლად.
MBG Safety-ის გუნდი იყენებს უმაღლესი ხარისხის, სერთიფიცირებული აპარატურას მიკროკლიმატის გაზომვითი სამუშაოებისთვის, რათა სწორედ და ზუსტად შევაფასოთ ობიექტზე არსებული მდგომარეობა.
გახსოვდეთ, შრომის უსაფრთხოების ნორმები აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას.
MBG Safety-ის შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ოთარ ბერიძე განიხილავს სწორედ მიკროკლიმატის გაზომვითი სამუშაოების როლსა და მნიშვნელობას თქვენს ორგანიზაციაში. ⬇️
რა უნდა იცოდეთ ფიზიკური ფაქტორების გაზომვითი სამუშაოების შესახებ?
სხვა აბები
დაგვიკავშირდით
კომპანიასთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვის შემთხვევაში ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მოგვწეროთ ან დაგვირეკოთ
კონტაქტი