ვაკანსია ბათუმის ფილიალში

MBG Safety აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

თუკი გსურთ ერთად შევქმნათ შრომის უსაფრთხოების ახალი კულტურა საქართველოში, მაშინ გელით ჩვენს მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში.

მოვალეობები:

** სამუშაო პროცესის დაგეგმვა და ანალიზი;
** კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
** პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და მათთვის სერვისის შეთავაზება;
** არსებულ კლიენტებთან შეთავაზების განახლება;
** კომპანიის გაყიდვების ქსელის გაფართოება;
** რეპორტინგი ხელმძღვანელთან.

მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** შრომის უსაფრთხოების სფეროთი დაინტერესება.
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მართვის მოწმობა და ჰყავთ საკუთარი ავტომობილი.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** კონკურენტული ანაზღაურება;
** სტანდარტული გრაფიკი;
** მეგობრული გარემო;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: safety@mb.ge. წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ფილიალი - "გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი", ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 58 38 58.

MBG Safety გისურვებთ წარმატებას!

კალათაში: 0 ც.

ჯამურად: 0

0

შეკვეთის გაფორმება კალათის გასუფთავება

სულ: