მშენებლობა და შრომის უსაფრთხოება

მშენებლობა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო სფეროს შრომის უსაფრთხოების მხრივ და მოითხოვს ყველა დანარჩენ სექტორზე მეტ აღჭურვილობას, როგორებიცაა სათანდოდ დამაგრებული მოაჯირები, კიბეები, მყარი ხარაჩოები და სხვ. თუმცა საქმე მხოლოდ შესაბამისი აღჭურვილობის ქონას და მის გამართულობას როდი ეხება. სამშენებლო სექტორში დაშვებული მცირე შეცდომაც კი შესაძლოა ფატალურად დასრულდეს, რის თავიდან არიდებასაც თითოეული კომპანია მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს. თუმცა გარდა ინციდენტებისა, რომელსაც ფატალური თუ არაფატალური მყისიერი შედეგი მოყვება, გასათვალისწინებელია ის საფრთხე, რასაც შესაძლოა იწვევდეს ქიმიური დანამატები, მტვრის დიდი დოზა, გამონაბოლქვი და სხვ., რაც დროთა განმავლობაში ვლინდება და ტოვებს მნიშვნელოვან ნეგატიურ კვალს დასაქმებულთა ჯანმრთელობაზე. 

ისევე როგორც თითოეულ სფეროში, მშენებლობაშიც შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვა პირველხარისხოვანია. მნიშვნელოვანია თითოეულმა სამშენებლო კომპანიამ ფეხია აუწყოს ქვეყნაში გატარებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, ხოლო MBG Safety ის კომპანიაა, რომელიც ამ მხრივ დაგეხმარებათ. 

ემბიჯი შრომის უსაფრთხოება, როგორც ემბიჯი ჯგუფის წევრი კომპანია, პირველ რიგში, პასუხისმგებელია MBG Construction-ის, 13 წლიანია გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანიის შრომის უსაფრთხოებაზე და MBG Rent-ის შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, ეს უკანასკნელი კომპანია კი ლიდერია ქართულ ბაზარზე სამშენებლო ინვენტარის გაქირავების მიმართულებით. 

MBG Safety გთავაზობთ თქვენი მშენებლობისთვის ყველა აუცილებელ შრომის უსაფრთხოების სერვისს, დოკუმენტაციის მომზადებას, კომპანიისთვის საჭირო აქტების შედგენასა და სისტემატიურ შემოწმებას. 

კალათაში: 0 ც.

ჯამურად: 0

0

შეკვეთის გაფორმება კალათის გასუფთავება

სულ: