უსაფრთხოება და სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირებისთვის არანაკლებ ხიფათის შემცველია გარემო-პირობები, რომელშიც სამუშაო, ხშირ შემთხვევაში, ხანგრძლივი საათების დროს ყოფნა უწევთ. გამომდინარე აქედან, ოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ნებისმიერი კომპანიისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და შესაბამისობა ქვეყნის კანონმდებლობასთან.

ხშირ შემთხვევებში მუშაკებს ემუქრებათ სამუშაოსთან და მძიმე ტექნიკასთან დაკავშირებული დაზიანებები, მაგალითად: ტრაქტორის გადაბრუნება; მუდმივი ძლიერი ხმაურის შედეგად სმენის დაქვეითება და სხვ. ასევე მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს  პესტიციდები და ქიმიური დანამატები, რაც საკმაოდ უარყოფითად მოქმედებს სასუნთქ გზებზე და შესაძლოა სიმსივნის გამომწვევ მიზეზად იქცეს; ხოლო მზეზე დიდხანს მუშაობის შედეგად არანაკლებ საფრთხილოა კანის დაავადებები და მზის დასხივება. 


სწორედ ამიტომ, ემბიჯი სეიფთი სთავაზობთ ნებისმიერ აგრალურ სექტორში დასაქმებულ კომპანიას შრომის უსაფრთხოების სრულ მომსახურებას, მორგებულს მათ საჭიროებებზე. ეს ყოველივე მოიცავს სახანძრო და ერგონომიური სისტემების შექმნას თქვენი საწყობებისთვის, შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის წარმოებას და მონიტორინგს, თანამშრომელთა სწავლებას, გაზომვით სამუშაოებს, საქმიანობასთან დაკავშირებული ხელსაწყოებისთვის შესაბამისი აქტების შედგენას და სხვ.

კალათაში: 0 ც.

ჯამურად: 0

0

შეკვეთის გაფორმება კალათის გასუფთავება

სულ: