დაგვიკავშირდით
სერვისებთან თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მოგვწეროთ ან დაგვირეკოთ
კონტაქტიჯანდაცვა და შრომის უსაფრთხოება
ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული მუშაკები არაერთი საფრხის წინაშე დგანან ყოველდღიურ სამუშაო გარემოში, რასაც, ხშირ შემთხვევაში, იწვევს ინფექციური დაავადებები, ხანგრძლივი სამუშაო საათები, ფიზიკური დატვირთვა, რაც არცთუ იშვიათად გადაღლასა და ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობელემებს იწვევს. ამ ყოველივეს შესაძლოა დაემატოს მავნე ქიმიკატების მოქმედება და საბოლოოდ მივდივართ შედეგამდე, როცა ვხვდებით, რომ ადამიანები, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე დგანან ჩვენი ჯანმრთელობის დასაცავად, თავადვე საჭიროებენ დახმარებას.
მსოფლიოსა და საქართველოში ამჟამად არსებული რთული ეპიდემოლოგიური ვითარება კი წარმოადგენს კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს საფრთხეს ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული პირებისთვის.
შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვა, პირველ რიგში, სწორედ ჯანდაცვის სფეროსთვისაა აუცილებელი პირობა შედეგიანი ფუნქციონირებისთვის.
MBG Safety, როგორც საქართველოში შრომის უსაფრთხოების დაცვის მოწინავე კომპანია, მზადაა მოერგოს ნებისმიერ გამოწვევასა, რომელიც ჯანდაცვის სფეროს წინაშე დგას. კომპანიამ 2020 წელს გააფორმა მემორანდუმი სტომატოლოგთა პროფკავშირთანაც, ხოლო ჩვენი პარტნიორების ვრცელ სიაში არაერთი ორგანიზაციაა, რომელიც სწორედ თქვენს ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება.
MBG შრომის უსაფრთხოებას აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება, მოერგოს ხშირად ცვალებად ეპიდემოლოგიურ სიტუაციას და სთავაზობს ნებისმიერ სამედიცინო ორგანიზაციას შრომის უსაფრთხოების სრულ მომსახურებასა და პროდუქტებს.